суббота, 27 октября 2018 г.

მე-5 დღე

დღეს გავიარეთ და ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები მასალების მოძიების და გამოყენების დროს.ასევე უკუკავშირის ფორმები,თუ რა მნიშვნელოვანია დროული და სწორი უკუკავშირის მიცემა მოსწავლეზე.ეს საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამეხმარება სწორად წარვმართო ჩემი პედაგოგიური საქმიანობა

воскресенье, 21 октября 2018 г.

მე4 დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ  მოსწავლის შეფასების ფორმა, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ მოსწავლის საჭიროება მოცემული თემის ირგვლივ,გავიგოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნა,ინტერესები,სუსტი მხარეები და ა.შ. ეს ინფორმაცია ჩვენ დაგვეხმარება თემის სწორად დაგეგმაში

воскресенье, 14 октября 2018 г.

მე-2 დღის რეფლექსია

          დგეს გავიარეთ მეორე მოდული სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა.განვიხილეთ პროექტის იდეები,ჩამოვყალიბდით და შევჯერდით საბოლოო ვარიანტზე.ვისწავლეთ ვორდში ტრიპლეტის შექმნა,ეს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით ,რომ დამეხმარება  მოსწავლეები უფრო მეტად დავაინტერესო სასწავლო პროცესის დროს.

суббота, 13 октября 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია

დღეს თეორიულად და ნაწილობრივ პრაქტიკულად( შევქმენით ახალი ბლოგი) გავეცანით თუ როგორ უნდა შეიქმნას სასწავლო პროექტი,როგორ უნდა დაიწეროს მისი გეგმა,როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ არსებული შაბლონებით.განვიხილეთ თუ რაში და როგორ შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეს პროექთი,მაგ. კონკრეტული  პრობლემის გაგებასა და გააზრებაში,ასევე სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.

კურსის რეფლექსია

ინტელის საგანმანათლებლო კურსი,პროექტებით სწავლება ისტ.-ს გამოყენებით. ტრენინგი მოიცავდა 13.10.2018-11.11.2018 პერიოდს.ტრენინგის მიზანი იყო ...